უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 ოქტომბერს დაადასტურა, რომ ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან აპირებს შეხვედრას.
შეხვედრა 17 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.
პრესკონფერენციაზე ევროკავშირის დიპლომატიის უფროსთან კაია კალასთან ერთად სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ყველა თემის განსახილველად საკმარისი არ იყო.
ცნობისთვის 12 ოქტომბერს ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ორი დღის განმავლობაში მეორედ გამართა. მისივე თქმით, ქვეყნის ლიდერებმა უკრაინის სამხედრო ძალის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება განიხილეს.