ბიზნეს კონსულტანტი ლევან კობერიძე ოფშორებიდან აქტივების გადმოტანასთან დაკავშირებულ საგადასახადო შეღავათების  შესახებ კანონს, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, სოციალურ ქსელში ეხმაურება

„შაპიტო ინ ექშენ !

- მოკლედ, როგორც მგონია რუსული კანონის აჟიოტაჟის ფონზე მთავარი ჩაფიქრებული და გასაკეთებელი დღეს გააკეთეს - ოფშორებიდან აქტივების  წარმოშობის ფილტრის გარეშე  გათეთრების კანონი მიიღეს ...... უფასოდ  0% ში ( ანუ ქვეყნის ბიუჯეტში არაფერი შევა)  და წარმოშობის  ფილტრის  კანონი მიიღეს… იმ ამინისტიაშიც ვფიქრობ თანხის უდიდესი ნაწილი დღგ ( მათ შორის დღგ ყალბი აქტივი ) იქნება ჩამოწერილი… ეს ყველაფერი  ქვეყნის ანუ ჩვენს ხარჯზე… ნუ თამბაქოს აქციზის შემცირებას და ასეთ “წვრილმან კანონებს” აღარც ვამბობ . შარშანაც  თუ გაიხსენებთ ასევე რუსული კანონის ფონზე ცენტრალურ ბანკს გამონაკლისი დაუდგინეს სანქციის მიუხედავად ანგარიშების არდაბლოკვის…

- ახლა უკვე  ალბათ ცოტა ევროკავშირს და აშშ შეევაჭრებიან მოუკელით წინასაარჩევნო დაფინანსებასო, თორემ მერე ჩვენც ბევრი უნდა დავხარჯოთო და რა წესიაო  მიტინგებს მიუშვებენ ნებაზე, მერე ცოტა ხანში ამ ყბადაღებულ რუსულ კანონპროექტს უკან გაიწვევენ/დააპაუზებენ (ფორმას და მიზეზს იპოვნიან )  და ყველა გამარჯვებული და ბედნიერი იქნება, ხალხიც, ევროპაც, რუსეთიც, პრეზიდენტიც, მთავრობაც, პარლამენტიც, ოცნებაც, ნაცებიც, სხვა უნიათო ოპოზიციაც, ენჯეოებიც, ოფშორებში აქტივების მფლობელი ბიზნესიც, ნაცემებიც, მცემელებიც, ერი და  ბერი..ყველა ერთად იზეიმებს გამარჯვებას  ჩვენისთანა ბედნიერი განა არის კიდევ ერი??

აი ყოჩაღ ძმაო რა!! უნდა ვაღიარო, რომ პოლიტტექნოლოგიურად უმაღლესი პილოტაჟი იყო, ანუ საფრთხე შექმნეს და მერე “დემოკრატიულად” ერთად გავანეიტრალეთ ყველამ ეს საფრთხე, ნაცადი ტექნოლოგიაა… ეს იმაზე პასუხი ვინც კითხულობდით რატომ იპრობლემებენ და იპირისპირებენ ხალხს და დასავლეთს არჩევნების წინო… ოპოზიციამ კიდევ რეალურად მუშაობის ნაცვლად (ახლა მაინც ხართ იმდენი, რომ საგამოძიებო კომისია შეგიძლიათ მინიმუმ შექმნათ ან დატოვოთ ბოლო ბოლო პარლამენტი) ჭკვიანური სახეებით იპოზიორეთ ჩართვებზე და ტვ ებში იარეთ და იძახეთ პოლიტიკა  არ იცისო.. არ იცის კი არა ჯიბეში გისვამთ ყველას ერთად  2024 არჩევნების წინ მოსახლეობას უკმაყოფილების ორთქლიც გამოაშვებინეს მუხტის დასაგდებად, არჩევნების წელია…. მალე კიდევ  ჩაქაფული  გაატანინებს რაც დარჩება უკმაყოფილება…

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ ?!“- წერს ლევან კობერიძე.