რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს კოსმოსში იარაღის, მათ შორის ბირთვული იარაღის, გავრცელების წინააღმდეგ, ვეტო დაადო. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში გავრცელდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ცამეტმა მხარი დაუჭირა იაპონიისა და შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ჩინეთმა თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი მხოლოდ რუსეთი წავიდა.

გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დოკუმენტის პროექტზე ვეტოს დადება, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მოსკოვი რაღაცას მალავს.