შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ კომპანიის სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სარწყავი სეზონის მიმდინარეობა, საირიგაციო წყლის მიწოდების საკითხები და რეგიონებში არსებული გამოწვევები განიხილეს.

„სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეგიონში არსებული საჭიროებები დროულად იყოს იდენტიფიცირებული, წყალმომხმარებლებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია და მომსახურების პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს. ჩვენი მიზანია, სერვისცენტრების გაძლიერებული კოორდინაციით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა მომსახურება და სარწყავი წყლის მიწოდების ხარისხი“, - აღნიშნა მამელი ქობალიამ.

სამუშაო შეხვედრაზე კომერციულმა დირექტორმა სერვისცენტრების მენეჯერებისგან მუნიციპალიტეტების მიხედვით სარწყავი სეზონის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყალმომხმარებელთა მომსახურების ხარისხს, სარწყავი სეზონის განმავლობაში გამოვლენილ საჭიროებებსა და არსებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის გზებს.

„საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის განმავლობაში აგრძელებს სერვისცენტრების საქმიანობის კოორდინაციასა და რეგიონებში საირიგაციო წყლის მიწოდების პროცესის მონიტორინგს. კომპანიის მიზანია, წყალმომხმარებლებისთვის მომსახურება შეუფერხებლად და ეფექტიანად განხორციელდეს და რეგიონებში არსებული საჭიროებების შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდეს.

ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს