საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ყოველდღიურად 2,000 სატვირთო ტრაილერი შემოდის. ამ ტრაილერების 2/3 ქვეყანაში სატრანზიტო მიზნით შემოდის, ხოლო ერთი მესამედის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა საქართველოა.

საქართველოს ყველაზე მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვს თურქეთთან, შესაბამისად, საქართველოს ყველაზე დატვირთული საბაჟო გამშვები პუნქტი სარფია, რომელსაც საქართველოს მიმართულებით დღეში 660 ტრაილერი კვეთს, ხოლო საქართველოდან თურქეთისკენ დღეში 450 ტრაილერი გადადის.

2025 წლის დინამიკის თანახმად, სატრანზიტო ტრაილერების რიცხვი 6%-ით არის შემცირებული. შსს-ს ამ დროისთვის გამოქვეყნებული აქვს 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლები საქართველოში შემოსული და გასული ტრაილერების რიცხოვნობის შესახებ. მისი მიხედვით, სარფის საბაჟოს შემდეგ მეორე ყველაზე დატვირთული საზღვარი არის ყაზბეგი, საიდანაც დღეში საშუალოდ 400 სატვირთო შემოდის.

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საბაჟოზე გადაადგილებული სატვირთოების რაოდენობა:

წყარო: bm.ge