საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი გვქონდა, ეროვნული თავდაცვა და ალიანსების შენარჩუნება უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევასა და სხვების სახელმწიფოს შენებაზე იყო გაცვლილი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მერილენდის შტატში, აშშ-ის საზღვაო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის უდავო დომინირების ეპოქა დასრულდა, ქვეყანა კი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ჩინეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების მხრიდან და მოუწევს ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება.

როგორც ვენსმა აღნიშნა, ტრამპის ბრძანებამ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ, საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანა სიტუაცია, რაც შეთანხმების ნაწილი იყო, რომლის მიხედვითაც, დაჯგუფება დათანხმდა სპარსეთის ყურეში ამერიკულ საზღვაო სამიზნეებზე თავდასხმების შეჩერებას.

„ფრთხილად უნდა ვიყოთ დარტყმის გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ როდესაც დარტყმას ვაკეთებთ, ძლიერად ვაკეთებთ და ამას გადამწყვეტად ვაკეთებთ. ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი გვქონდა, რომლის დროსაც ეროვნული თავდაცვა და ჩვენი ალიანსების შენარჩუნება სახელმწიფოს მშენებლობასა და უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევაზე იყო გაცვლილი, მაშინაც კი, თუ ამ უცხო ქვეყნებს ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ საერთო ამერიკის ძირითად ინტერესებთან. აღარ იქნება განუსაზღვრელი მისიები, აღარ იქნება გაურკვეველი კონფლიქტები“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

წყარო: 1tv.ge