გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებს – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე, 4 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და  შემკრები არხები წესრიგდება.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, მუნიციპალიტეტში  40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.

სადრენაჟე არხებზე ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წლის ივლისში დაასრულებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.