ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დაგეგმილპროექტებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ბოლო წლებში მაგისტრალური გზების მშენებლობის მასშტაბი უპრეცედენტოა - უკვე გახსნილია 383 კილომეტრი მაგისტრალი, ხოლო 65 კილომეტრზე მეტი ჩქაროსნული გზისმშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
,,ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის დასრულდება სამტრედია–გრიგოლეთის კიდევ 6 კილომეტრიდა გრიგოლეთი–ქობულეთის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი, რაც ბათუმამდე ჩქაროსნულიმაგისტრალით გადაადგილებას გახდის შესაძლებელს”-განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, სამტრედიის მონაკვეთზე არსებული გარკვეული პრობლემების მოგვარებაზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბათუმი–სარფის დიდი გვირაბის მშენებლობის ტენდერზე, სადაცკომპანიების მაღალი აქტივობა სახელმწიფოს სანდო პარტნიორობაზე მიუთითებს. მისი თქმით, პროექტების განხორციელებისას უყწყებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართულიკომპანიების ჩართულობას, რადგან სამინისტროს მიზანი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურისგანვითარება, არამედ ძლიერი სამშენებლო სექტორის ჩამოყალიბება და ხელშეწყობაცაა.
სამომავლო გეგმებს შორის დასახელდა სამტრედია–ზუგდიდის ოთხზოლიანი მაგისტრალისდაპროექტება, ანაკლიის პორტთან მისასვლელი 17-კილომეტრიანი გზის პროექტი, ახალი დერეფნები-რუსთავი–წითელი ხიდი, რუსთავი–სადახლო და ბათუმი–სარფი, დაგეგმილია ახალი 75,7 კილომეტრიანი გზა სამტრედიიდან ზუგდიდამდე, ასევე ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნისპროექტები: წიწამური-ჟინვალის მაგისტრალის, ფასანაურის შემოვლითი გზის, არშა-სტეფანწმინდას მონაკვეთის მშენებლობა.
,,ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე მიმდინარეობს სამუშაოები, შენდება ქვეყნის ყველაზე მაღალი ხიდიდა უკვე დასრულებულია 9-კილომეტრიანი გვირაბი, რაც თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობისდროს ერთ საათამდე შეამცირებს”-აღნიშნა სოხაძემ.
აქტიურად ვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა კახეთის მიმართულებითაც - უკვე გახსნილიარამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი: თბილისი-საგარეჯოს გზა, ბაკურციხე-წნორის და ბაკურციხე-გურჯაანის მონაკვეთები. მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. დაგეგმილია ბადიაური-ჩალაუბნის და ჩალაუბანი-ბაკურციხის 4 ზოლიანი მაგისტრალის , გურჯაანი-თელავის, წნორი-ლაგოდეხის მონაკვეთების 2 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა.
ასევე, მომავალი წლიდან დაიწყება თბილისის 51-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი იქნება, არამედ განტვირთავს დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელსაც.
მინისტრის შეფასებით, ყველა ეს პროექტი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს, რაც დადებითად აისახება თითოეულ მოქალაქეზე. მან მადლობა გადაუხადა სამინისტროსთანამშრომლებს, საგზაო დეპარტამენტს, სამშენებლო კომპანიებსა და საერთაშორისოპარტნიორებს გაწეული სამუშაოსთვის.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ მომავალი წლების განმავლობაში 400 კილომეტრი ახალიმაგისტრალი აშენდეს. მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ესპროექტები ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტია იქნება“ - განაცხადა რევაზსოხაძემ.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქვეყნებს.