„საქართველოს მელიორაციამ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია განახორციელა - ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
„აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულია, ჯამში, 20 კმ სარწყავი ქსელი.
პროექტის ღირებულება 3.3 მლნ ლარია.
საირიგაციო სისტემაზე განხორციელებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია“ - ნათქვამია ინფორმაციაში.