ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, გონიოს სანაპირო ზოლის გასწვრივ, საფეხმავლო ბილიკზე მოწყობილ გარევაჭრობაზე, მონიტორინგი განხორციელდა. 

მოქალაქეების მიერ კომერციული მიზნით, თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლები, მაგიდები და სკამები ალაგდა.

საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.

უნებართვო კომერციული საქმიანობა ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს