ფოთის პორტის აქტივების ღირებულება 921 მილიონი ლარია, - ამის შესახებ ფოთის პორტის მმართველი ბიზნესოპერატორის APM Terminals-ის 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია.

დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში პორტი სულ 545,297 კონტეინერს (TEU) მოემსახურა, რაც წლიურად 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. პორტმა შარშან  მიიღო 789 გემი (რაოდენობა 2023-თან შედარებით გაზრდილია 58-ით), რომელთა არასაკონტეინერო ტვირთებმა 1,184,728 ტონა შეადგინა, რაც წლიურად 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.