2025 წლის 9 თვეში 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2 მლნ ლარით, 115 მლნ ლარიდან 113 მლნ ლარამდე არის შემცირებული, - ინფორმაციას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
გარდა ამისა, 2025 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა თითქმის 1.1 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 11.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ბაზარზე ზარალიანი მხოლოდ ერთი კომპანიაა, ყველაზე მეტი მოგება კი თიბისი დაზღვევას აქვს.
თიბისი დაზღვევა - 34 მლნ ლარი;
ალდაგი - 26.15 მლნ ლარი;
იმედი L – 10.8 მლნ ლარი;
ჯი პი აი - 10.5 მლნ ლარი;
არდი - 7.4 მლნ ლარი;
ირაო - 6.4 მლნ ლარი;
ბბ დაზღვევა - 4.7 მლნ ლარი;
ტაო - 2.5 მლნ ლარი;
უნისონი - 1.7 მლნ ლარი;
გრინ დაზღვევა საქართველო - 1.6 მლნ ლარი;
ქართუ - 1.5 მლნ ლარი;
ევროინს ჯორჯია - 1.3 მლნ ლარი;
სადაზღვევო ჯგუფი - 1.3 მლნ ლარი;
ავტოგრაფი - 1.2 მლნ ლარი;
ნიუ ვიჟენ დაზღვევა - 1 მლნ ლარი;
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია - 651 182 ლარი;
ალფა - 358 928 ლარი;
პრაიმი - 291 540 ლარი;
ვაიზერი - ზარალი 83 060 მლნ ლარი.
2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.