ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტაზე ფასები გაიზარდა - საერთო შეფასებამ 2 ტრილიონ 310 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბიტკოინის 10.5%-იანი ზრდის შემდეგ, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 330 მილიარდი გახდა. რაც შეეხება ეთერიუმის ზრდას, აქ მაჩვენებელი 10%- აჭარბებს, საბაზრო ღირებულება კი ბოლო დღეების მაჩვენებლით 315 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ექსპერტების დიდი ნაწილი ამას შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებით ხსნიან, რაც კრიპტოაქტივების ღირებულებაზე პოზიტიურად მოქმედებს.

მეორე მხარე კი მიზეზად აშშ- მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებს. ცნობისთვის, „დემოკრატებისკანდიდატმა, კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს კრიპტოაქტივების ჩართვას თავის ეკონომიკურ ხედვაში, რომელიც მიზნად მცირე ბიზნესების მხარდაჭერას, ხარჯების შემცირებას და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაფართოებას ისახავს.

„კრიპტო ბაზარი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი ავთანდილ კუჭავა თვლის, რომ კრიპტოვალუტის ზრდადობა ,,დემოკრატებს“ საერთოდ არ უკავშირდება. მეტიც, სწორედ „დემოკრატები“ აფერხებენ ინდუსტრიის განვითარებას.

დემოკრატები“ ამბობენ, რომ კრიპტო დამოუკიდებელი ორგანიზაცია უნდა იყოს, მაგრამ მათი პოლიტიკა აბსოლუტურად სხვას ამტკიცებს.

საოცრება მოხდა, რომ ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების მომხმარებლები მათ რეგულაციებს არ დაემორჩილნენ და ფული კრიპტოში მაინც შემოვიდა. ამას მიზეზებიც ჰქონდა, მაგალითად ის უპირატესობები, რაც კრიპტოს აქვს გადარიცხვებთან დაკავშირებით. ასევე, სანქციები, როცა ინვესტორები მიხვდნენ, რომ მთავრობები ვეღარ ეხებოდნენ მათ ქონებას თუ კრიპტოში ჰქონდათ შენახული დეცენტრალიზებული გზით.  

დემოკრატები რას ამბობენ მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ ისაა მთავარი. კამპანიის დროს კრიპტოს რომ არ ახსენებენ, უფრო ის გათვლაა, რომ ამერიკაში მიხვდნენ, კრიპტოს მომხმარებელი ბევრია და შესაბამისად, რადიკალიზაციას ერიდებიან.

დემოკრატებს პოლიტიკაში ღიად აქვთ გაცხადებული, რომ კრიპტოვალუტისადმი მტრული დამოკიდებულება აქვთ“,- ამბობს კუჭავა. 

კრიპტო ბაზარი- დამფუძნებლის თქმით, ციფრულ ვალუტაში ინვესტიცია საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მომგებიანია.

საქართველოსნაირი ქვეყნისთვის კრიპტოვალუტა განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ეს იქნებოდა ოქროს მაღარო აღმოგვეჩინა ამერიკაზე ადრე, არ დაგვემუშავებინა და ოქროს წარმოება არ დაგვეწყო. რასაც მაგალითად ახლა ვაკეთებთ.

რაში სჭირდება ადამიანს რაღაც ბიზნესი, როცა პირდაპირ ბიტკოინის ყიდვა შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან ან მაინერის ყიდვა და საკუთარი ბიტკოინის გამომუშავება სახლიდან,- აღნიშნავს კუჭავა.

რესპონდენტის თქმით, დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში კრიპტო ინდუსტრია საფრთხის ქვეშ იქნება, თუმცა გარანტირებულ მხარდაჭერას არცრესპუბლიკებისგანელიან. ამჟამინდელი ზრდა კი შემოდგომის პერიოდს უკავშირდება და მასში პოლიტიკური პარტიების ან მთავრობების წვლილი ნაკლებია. 

ამერიკის არჩევნები თუდემოკრატებმამოიგეს, „კუდიანებზენადირობა გაგრძელდება. მათი მმართველობის პირობებში ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ დაწერა ,,დეცენტრალიზირებული აპლიკაციის კოდი”. ის კოდი შემდეგ გამოიყენეს ტერორისტებმა, რის გამოც დააკავეს. ეს იგივეა, დოლარის მბეჭდავი დაიჭირონ, იმის გამო, რომ ტრეფიკინგის დროს დოლარით გადაიხადეს.

თუ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, 50/50-ზეა შანსი, რომ არჩევნების შედეგებმა კრიპტოზე პოზიტიური გავლენა იქონიოს.  ახლა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, აკუმულაციის პერიოდში ვართ უბრალოდ, ერთი და იგივე დიაპაზონში ვართ გაჭედილი, სადაც არც მყიდველი ჭარბობს და არც გამყიდველი. ადამიანები, მათ შორის ინსტიტუტები ცდილობენ დააგროვონ რაც შეიძლება მეტი კრიპტოვალუტა, განსაკუთრებით ბიტკოინი.

ეს ბაზრის ბუნებრივი მოქმედებაა, შემოდგომა დადგა, ეს პერიოდი ძირითადად პოზიტიურია.

ამხელა ზრდა ბოლო პერიოდში რამაც გამოიწვია ერთი ეს არის ჰალოინგი - განახევრდა ბიტკოინით დამუშავება და მეორე მიზეზი ისაა, რომ ინსტიტუტებს ოფიციალურად, ანუ იურიდიულად შეუძლიათ შესყიდვები განახორციელონ. უბრალოდ, ეს კამუფლაჟია ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, რითეილ სექტორისთვის, ის ინსტიტუტი ყიდულობს ბიტკოინს და შენ ყიდულობ მის ქაღალდებს,- აღნიშნა ავთანდილ კუჭავამ.

ქრისტინა კვაჭანტირაძე