გან­ქორ­წი­ნე­ბა საკმაოდ კომპლექსური საკითხია ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის­თვის, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე რთულად ის ბავ­შვებს გა­და­აქვთ. ბავშვს ხში­რად უჭირთ იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, თუ რა­ტომ შორ­დე­ბი­ან დედა და მამა, რა­ტომ აღარ შე­უძ­ლიათ მათ ერ­თად ცხოვ­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ბავ­შვის მი­კუთ­ვნე­ბის სა­კი­თხი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად წყდე­ბა და მშო­ბელ­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბავ­შვს უმე­ტე­სად დე­დას აკუთ­ვნე­ბენ ხოლ­მე და მამას კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 2 დღე აქვს მისი წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა. ბავ­შვის ნახ­ვის უფ­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბმაც, მათ შო­რის, ბე­ბიამ და პაპამ.

რო­გორ წყდე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბის დროს ბავ­შვის მი­კუთ­ვნე­ბის სა­კი­თხი, ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა წიქარიძე საუბრობს.

წიქარიძის თქმით, სასამართლო ყოველთვის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მშობელს ნახვის საათები გამოყოფილი აქვს მაშინაც, როცა მას სასამართლოსთვის ამ პრეტენზიით არ მიუმართავს.

„ბავშვის საცხოვრებელი ადგილის გადაწყვეტა საკმაოდ მტკივნეული და პრობლემატური თემაა. სარჩელის შემოტანა ორივე მშობელს შეუძლია. როგორც წესი სარჩელი იმ მშობელს შემოაქვს, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს. არის შემთხვევა, როცა ერთ სარჩელზე მიბმულია მეორე სარჩელი. ანუ, ერთ მშობელს შემოაქვს სარჩელი ბავშვის ბინადრობასთან დაკავშირებით და მერე მშობელსაც ზუსტად იგივე მოთხოვნები აქვს. ამ შემთხვევაში ორივეს საცხოვრებელ პირობებს ვაფასებთ. დასკვნებთან დაკავშირებით მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო იღებს მონაწილეობას. ამ დროს ორივე მშობელს წარმომადგენლობითი უფლება შეჩერებული აქვს, საქმეში ასევე ჩართულია ბავშვის ადვოკატი.

თუ ერთ-ერთი მშობელი ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მიუთითებს შეიძლება ფსიქოლოგმაც მიიღოს მონაწილეობა მსგავსი კატეგორიის საქმეში. როცა ბავშვი რამდენიმე თვისაა, მაშინ აუცილებელია მას დედასთან ან იმ მშობელთან, რომელთანაც იზრდებოდა, კონტაქტი ჰქონდეს. თუ ბავშვი არის შედარებით დიდი, განსაკუთრებით მაშინ თუ მას შეუძლია გადმოსცეს თავისი განცდები და ემოციები, ამას ვისმენთ და დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

10-იდან 16- წლამდე ბავშვებთან დაკავშირებით პრაქტიკულად შესაძლებელია გავიზიაროთ მათი მოსაზრება და ხშირ შემთხვევაში ასეც ვიქცევით. ხშირ შემთხვევაში ისინი არგუმენტირებულად ასაბუთებენ, რატომ უნდათ დედასთან ან მამასთან. ისეც ხდება, რომ შეიძლება დავაკმაყოფილოთ ერთი მშობლის მოთხოვნა და ამასთანავე, მიუხედავად იმისა რომ მას მოთხოვნა არ ჰქონია, მასაც განვუსაზღვროთ ურთიერთობის წესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ვაბალანსებთ იმას, რომ ბავშვს ორივე მშობელთან უწყვეტი კავშირი ჰქონდეს. ეს პროცედურა მაშინაც ტარდება, თუ ბავშვი მასთან არ ცხოვრობს და მაშინაც, თუ მშობელი ფინანსურად არასტაბილურ მდგომარეობაშია და ალიმენტს არ იხდის“,- ამბობს შორენა წიქარიძე.

ქრისტინა კვაჭანტირაძე