დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების ღირებულება და ამასთანავე, ვინ არიან ნაკრებების Top-5 ძვირადღირებული ფეხბურთელები.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 177.55 მლნ ევროს შეადგენს, ჩეხეთის ნაკრების ფასი კი 170.45 მლნ ევროა.
რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:
საქართველოს ნაკრები:
- ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
- გიორგი მამარდაშვილი - 45 მლნ ევრო
- გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევრო
- ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო
- ირაკლი აზაროვი - 3 მლნ ევრო
ჩეხეთის ნაკრები:
- თომაშ სოუჩეკი - 30 მლნ ევრო
- პატრიკ შიკი - 22 მლნ ევრო
- ადამ ჰლოჟეკი - 12 მლნ ევრო
- მარტინ ვიტიკი - 12 მლნ ევრო
- ლადისლავ კრეიჩი - 10 მლნ ევრო
წყარო: ბიზნესპრესნიუსი