დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივები, კანონიერ მემკვიდრეს გადაეცემა. ამის შესახებ განმარტებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აქვე ვკითხულობთ, რომ საპენსიო სააგენტოსთვის მონაწილის მემკვიდრის სათანადო მიმართვის შემთხვევაში, მონაწილის მემკვიდრეობისთვის საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით, ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით.

"მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, მონაწილის კანონიერ მემკვიდრეს/მემკვიდრეებს გადაეცემა," - წერია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე