9 ივლისის ოფიციალური გაცვლითი კურსების მიხედვით, ლარი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების უმეტესობის ვალუტებთან მიმართებით გამყარდა.

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6384 ლარს შეადგენს, რაც წინა მაჩვენებელთან შედარებით 0.09 თეთრით ნაკლებია. ევროს კურსი 3.0109 ლარია, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.5238 ლარი. ორივე ვალუტასთან მიმართებით ლარი, შესაბამისად, 0.58 და 0.86 თეთრით გამყარდა.

ასევე, ლარი გამყარდა შვეიცარიულ ფრანკთან, თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლსა და აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებით. ამასთან, სომხურ დრამთან და უკრაინულ გრივნასთან შედარებით ეროვნული ვალუტა მცირედით გაუფასურდა.