მთავრობის განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე წლის 7 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 9 ოჯახს კომპენსაციის სახით ჯამში 990 256 ლარი გადაეცემა.
განკარგულებაში ხაზგასმულია, რომ საკომპენსაციო თანხის მიღების შემდეგ, მიმღებ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, 7 თებერვლის სტიქიასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან მოითხოვონ რაიმე სახის კომპენსაცია.
ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყრის სიმაღლე 30 მეტრი იყო, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენდა. მიწის მასა ჩამოშლილი იყო გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.