2025 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან ჯამში 1.4 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 1.3 მლრდ ლარი იყო.

გასულ წელს ყველაზე მეტი პრემია სადაზღვევო კომპანია „თიბისიმ“ მოიზიდა და 2024 წლის ლიდერ „ჯიპიაის“ გადაუსწრო. მოზიდული სადაზღვევო პრემიით 2025 წელს მესამე და მეოთხე ადგილზე, შესაბამისად „ალდაგი“ და „იმედი L“ იყო, ხუთეულს კი „არდი“ ასრულებდა.

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. 

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.