Bitcoin-ის ფასი 87 000 დოლარამდე გაიზარდა და კრიპტოვალუტამ ახალი კვირა, ზრდის ტენდენციით დაიწყო.

ცნობისთვის, პარასკევის ვაჭრობის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის ფასი 2025 წლის 11 აპრილის შემდეგ პირველად 82 000 დოლარს ჩამოცდა.

Bloomberg-ის ცნობით, ბიტკოინმა ნოემბერში თავისი ღირებულების დაახლოებით 23% დაკარგა, რაც 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული ყველაზე მკვეთრი ყოველთვიური ვარდნაა.