22 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წყლისა და ურბანული განვითარების სექტორის დირექტორს, ნორიო საიტოს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ურბანული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა, ასევე ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.