კომერციულ ბანკებს 2023 წლის მესამე კვარტალში გირავნობის უზრუნველყოფის სახით ჯამში 102 მლრდ ლარზე მეტის აქტივები აქვთ მიღებული. აქტივებში შედის როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ. აქტივებიდან უმეტესობა, თითქმის მესამედი საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოდის. 

ყველაზე დიდი მოცულობით გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები (უძრავი ქონება, ფულადი სახსრები, ძვირფასი ლითონები) „თიბისი ბანკის“ ანგარიშზეა - 44.8 მლრდ ლარი, შემდეგ მოდის „საქართველოს ბანკის“ 34.8 მლრდ ლარით, მესამე ადგილზე კი არის „ლიბერთი ბანკი“ – 5.5 მლრდ ლარის აქტივით.

გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივების მოცულობის მიხედვით Top-10 ბანკი შემდეგია:

  • „თიბისი ბანკი“ – 2023 წლის მესამე კვარტალში - 44.8 მლრდ ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში - 28 მლრდ ლარი.
  • „საქართველოს ბანკი“ – 2023 წლის მესამე კვარტალში - 34.8 მლრდ ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში - 34.5 მლრდ ლარი.
  • „ლიბერთი ბანკი“ – 2023 წლის მესამე კვარტალში - 5.5 მლრდ ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში - 5.7 მლრდ ლარი.
  • „ტერა ბანკი“ – 2023 წლის მესამე კვარტალში - 4.5 მლრდ ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში - არ არის მითითებული.
  • „ბაზის ბანკი“ – 2023 წლის მესამე კვარტალში - 4.3 მლრდ ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში - 4.2 მლრდ ლარი.
  • „ქართუ ბანკი“ - 2023 წლის მესამე კვარტალში - 2.2 მლრდ ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში - 2.16 მლრდ ლარი. 
  • „ვითიბი ბანკი“ - 2023 წლის მესამე კვარტალში - 1.7 მლრდ ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში - 2 მლრდ ლარი. 
  • „პროკრედიტ ბანკი“ - 2023 წლის მესამე კვარტალში - 1.4 მლრდ ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში - 1.3 მლრდ ლარი.
  • „კრედო“ - 2023 წლის მესამე კვარტალში - 1.3 მლრდ ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში - 0.8 მლრდ ლარი.
  • „ხალიკ ბანკი“ - 2023 წლის მესამე კვარტალში - 1 მლრდ ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში - 1 მლრდ ლარი.

2023 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.