ინვესტიციების მიმართ მეგობრულად განწყობილი ბიუროკრატია არის ერთ-ერთი საწინდარი და ფაქტორი, რასაც უყურებენ უცხოელი ინვესტორები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციას იკავებს, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ანგარიში ბრიტანული და ამერიკული ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შედგენილ ორ ძირითად მოცემულობას დაეყრდნო.
„პირველი, ეს არის ბიუროკრატიის უნარი, ეფექტურად აღასრულოს სახელმწიფო პოლიტიკა და ასევე ბიუროკრატიის უნარი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებების მიუხედავად, ეფექტურად მიაწოდოს საჯარო სერვისები მოქალაქეებს. ასევე, ბიუროკრატია დაკავშირებულია პირდაპირ ეკონომიკასთან, მის ზრდასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან. ინვესტიციების მიმართ მეგობრულად განწყობილი ბიუროკრატია არის ერთ-ერთი საწინდარი და ფაქტორი, რასაც უყურებენ უცხოელი ინვესტორები და საქართველოში ბოლო პერიოდში მოზიდული ინვესტიციების მაჩვენებელიც ამას ცხადყოფს. შესაბამისად, ეს არის მთავარი ფაქტორი იმისა, თუ რატომ არის ჩვენი ქვეყანა 25-ე ადგილზე მსოფლიოში ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ინვესტიციების მიმართ მეგობრულად განწყობილი ბიუროკრატია ერთ-ერთი ფაქტორია, რასაც უყურებენ უცხოელი ინვესტორები, ამას ცხადყოფს საქართველოში ბოლო პერიოდში მოზიდული ინვესტიციების მაჩვენებელიც - ლევან ჟორჟოლიანი
კობახიძემ „ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის“ ძირითადი მიმართულებები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა
სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება - გერმანიის ელჩი დაბრუნდა
ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ - პაპუაშვილი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე
ესაა ბრიუსელიდან საკუთარი თავის მხილება - პაპუაშვილი ჰერჩინსკის წერილზე
ოკუპირებულ აფხაზეთში "თვითმმართველობის არჩევნები" იმართება