ევროპული ბიზნესები 2026 წელს აშშ-ის ტარიფებისა და სხვა სავაჭრო დაძაბულობის გაცილებით დიდ გავლენას იგრძნობენ, ვიდრე 2025 წელს, როდესაც საწყისი შესყიდვები გავლენას არბილებდნენ  – ამის შესახებ ორშაბათს BusinessEurope-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა.

კვლევამ აჩვენა, რომ სავაჭრო დაძაბულობა, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის ევროზონის, ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფის მთლიან შიდა პროდუქტს 0.03 პროცენტული პუნქტით შეამცირებს. 2026 წელს უარყოფითი გავლენა, სავარაუდოდ, 0.5-დან 0.6 პროცენტულ პუნქტამდე იქნება, ამასთან ყველაზე უარესი ვითარება ევროზონაში იქნება.

ვრცლად Reuters - ზე