ფინანსისტ ვასილ რევიშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებაში ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი დეპოზიტების დოლარიდან ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციაა.

როგორც რევიშვილმა BMG-ის განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ევროსთან მიმართებაში ლარი კვლავ გაუფასურებული რჩება, მისი ვარაუდით, ამ ეტაპზე ლარის დოლართან გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არა ფუნდამენტური ფაქტორები, არამედ მოსახლეობისა და ბიზნესის მხრიდან დეპოზიტების ლარიდან დოლარში გადატანაა.

„[ლარის დოლართან გამყარების] ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დეპოზიტების კონვერტაციაა. ლარის გამყარებასთან ერთად ბიზნესის და მოსახლეობის მხრიდან თანხების დოლარიდან ლარში გადმოტანა ხდება. ვფიქრობ, რომ ძირითადად ეს ფაქტორი განაპირობებს ლარის გამყარებას დოლარის მიმართ, რადგან ვხედავთ, რომ ამავე დროს ევროსთან მიმართებაში ლარი კვლავ გაუფასურებულია. ფუნდამენტური ფაქტორები არაა განსაკუთრებულად ხელსაყრელი, ექსპორტი დაახლოებით იგივე დონეზეა, მცირე ზრდაა გზავნილებში და ტურიზმშიც. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ეს ლარის გადაკონვერტირების შედეგია“, - განაცხადა ვასილ რევიშვილმა.

bm.ge