კანონით სავალდებულო გახდება ეროვნული ბანკის საბჭოს ყოველთვიური სხდომის მოწვევა, ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული.
ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში უნდა იყოს აღმასრულებელი წევრი ანუ წევრი, რომელიც იკავებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. ასევე არააღმასრულებელი წევრი ანუ პირი, რომელიც არ იკავებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას.

„კანონპროექტი გამიზნულია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ინსტიტუტის გასაძლიერებლად, რათა ხელმძღვანელ რგოლში თავიდან იქნეს არიდებული ერთპიროვნულიან პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღება, რამაც შეიძლება დააზარალოს სახელმწიფოს ინტერესები. დღეისათვის, ეროვნული ბანკის საბჭოში მოქმედებსსისტემა, რომლის საფუძველზეც ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა. აღნიშნული წესი უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს საბჭოს ერთ კონკრეტულ წევრს, მაშინ როცაგადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კოლეგიალურობის პრინციპს. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში ხმების ქვორუმის გამოთვლის ახლებურ წესს, რომლის საფუძველზეც ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი გახდება საბჭოს არააღმასრულებელი წევრის ხმა,“- ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.


ამასთან, ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭო ნაცვლად კვარტალში ერთხელ შეკრებისა, შეიკრიბება თვეში ერთხელ.

bpn.ge