საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში საერთო საბაზრო ღირებულებით ქუთაისის „ტორპედო“ ლიდერია. ქუთაისური გუნდის ფეხბურთელთა ჯამური ფასი 6.53 მილიონი ევროა. რამდენიმე მოთამაშის წასვლის შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლა „დინამო თბილისმა“ (6.26 მლნ), მესამეზე კი თბილისის „იბერია“ იმყოფება (4.68 მლნ).
ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ღირებულება:
„ტორპედო“ – 6.53 მილიონი ევრო
„დინამო თბილისი“ – 6.26
„იბერია“ – 4.68
„დილა“ გორი – 4.25
„დინამო“ ბათუმი – 3.84
„გაგრა“ – 2.50
„სამგურალი“ – 2.45
„კოლხეთი“ – 1.83
„თელავი“ – 1.70
„გარეჯი“ – 1.56
საერთო ჯამი: 35.58 მილიონი ევრო
ეროვნულ ლიგაში მოთამაშეთა საშუალო ფასი 133 ათას ევროს შეადგენს. ამ მაჩვენებლითაც ლიდერი ქუთაისის „ტორპედოა“ (251 ათასი ევრო). მეორე ადგილზე „დინამო თბილისი“ (202 ათასი), ხოლო მესამე პოზიციაზე – გორის „დილა“ (170 ათასი).
ეროვნულ ლიგაში მოთამაშეთა საშუალო ფასი:
„ტორპედო“ – 251,000
„დინამო თბილისი“ – 202,000
„დილა“ გორი – 170,000
„იბერია“ – 167,000
„დინამო“ ბათუმი – 148,000
„სამგურალი“ – 94,000
„გაგრა“ – 86,000
„კოლხეთი“ – 70,000
„თელავი“ – 65,000
„გარეჯი“ – 65,000
მოთამაშეთა საშუალო ფასი: 133 ათასი ევრო