ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად 100 000 დოლარს გადააჭარბა.
ნოემბერში კრიპტოვალუტამ გაძვირება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელიც დონალდ ტრამპმა მოიგო. მაშინ ბიტკოინის ფასი 68 000 დოლარი იყო.
ეს ზრდა დაკავშირებულია რესპუბლიკელების განცხადებებთან კრიპტოვალუტის ბაზრის შესახებ. კერძოდ, ტრამპმა, პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს „პლანეტის კრიპტო დედაქალაქად“ გახდის და ბიტკოინების მარაგს დააგროვებს.
„თუკი კრიპტოვალუტა მომავლის განსაზღვრას აპირებს, მსურს მისი მოპოვება, მოპოვება და წარმოება შეერთებულ შტატებში“, - თქვა ტრამპმა.