ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა ბიტკოინი ბოლო 7 დღის განმავლობაში 10,81%–ით გაიაფდა და მისი ფასი დღეს $26 000–ს ჩამოსცდა.
თბილისის დროით 14:32 საათისთვის 1 ბიტკოინი $25 988 ღირს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მისი მინიმალური ფასი 25 520 დოლარი, ხოლო მისი მაქსიმალური ფასი, 26 160 დოლარი იყო.
შემცირებულია ეტალონური კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციაც და ის $506 მლრდ–ს შეადგენს.
ტოპ 10 ყველაზე კაპიტალიზირებული კრიპტოვალუტებიდან ბოლო 24 საათში საუკეთესო შედეგი BNB-ს (+1,48%) ჰქონდა.