ბიტკოინის ფასი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 13.94%-ით შემცირდა. 15 ნოემბრის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 64 337 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღის ჭრილში 0.35%-იანი მატებაა.

Bitstamp-ის სავაჭრო პლატფორმის მონაცემებით, ბოლო დღეებში ბიტკოინის ფასი მკვეთრად მერყეობდა. 15 ნოემბრის ღამეს მისი ღირებულება 62 584 დოლარამდე დაეცა, რის შემდეგაც ნაწილობრივ აღდგა.

ბიტკოინის ვარდნა კრიპტობაზარზე საერთო გაყიდვების ტენდენციას ემთხვევა. ბაზარზე ზეწოლის ერთ-ერთ ფაქტორად აშშ-ის სპოტ Bitcoin ETF-ებიდან კაპიტალის გადინება და ბერკეტით ვაჭრობის პოზიციების იძულებითი დახურვა სახელდება.