2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 712 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 124 მილიონი ლარით მეტია.
საბანკო სექტორის მთლიანი მოგების 87% ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის. „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ მოგება კი სექტორის მოგების 91%-ს შეადგენს.
კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით:
ბანკი | წმინდა მოგება |
საქართველოს ბანკი | 355 მილიონი ლარი; |
თიბისი ბანკი | 266 მილიონი ლარი; |
ლიბერთი ბანკი | 25 მილიონი ლარი; |
ბაზის ბანკი | 17 მილიონი ლარი; |
პროკრედიტ ბანკი | 11 მილიონი ლარი; |
კრედო ბანკი | 11 მილიონი ლარი; |
ქართუ ბანკი | 8 მილიონი ლარი; |
ტერა ბანკი | 8 მილიონი ლარი; |
ხალიკ ბანკი | 5 მილიონი ლარი; |
იშ ბანკ | 4 მილიონი ლარი; |
ზირაათ ბანკი | 1 მილიონი ლარი; |
პაშაბანკი | 1 მილიონი ლარი; |
ვი–თი–ბი ბანკი | 1 მილიონი ლარი; |
პეივბანკი | 0 მილიონი ლარი; |
პეისერა | -0.3 მილიონი ლარი; |
სილქ ბანკი | -1.3 მილიონი ლარი. |