აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 2025 წელს სესხები 934 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო. აქედან, 706.98 მილიონი აშშ დოლარი საჯარო სექტორისთვის არის განკუთვნილი, ხოლო 223,95 მილიონი დოლარი კერძო სექტორის დაფინანსებისთვის.
ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი.
ADB-მა 2025 წელს საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიის მხარდასაჭერად, საჯარო სექტორში უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ADB-მა 25 მილიონი დოლარი გამოიყო. გასულ წელს ბანკმა 111.8 მილიონი დოლარი გამოყო ენერგიის შენახვისა და განახლებადი ენერგიის ხელშეწყობისთვისაც. გარდა ამისა, 233 მილიონი დოლარის სესხი გამოიყო წყალმომარაგების პროგრამისთვის საქართველოს რეგიონებში. 359.7 მილიონი დოლარი გზის პროექტისთვის, აჭარის შავი ზღვის რეგიონში, ხოლო 2.5 მილიონი დოლარით დაფინანსდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა.
რაც შეეხება კერძო სექტორს, ADB-მა 270 მილიონი ლარის სესხი გამოყო სს „თიბისი ბანკისთვის“, რათა მან გააფართოოს დაფინანსებაზე წვდომა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საქართველოში.
„რუსთავის აზოტი“-სთვის (RAI) გამოყოფილი 50 მილიონ დოლარამდე დაფინანსება განკუთვნილია სასუქების წარმოების ობიექტების მოდერნიზაციისთვის, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის, მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის.
ბანკმა დააფინანსა მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები (SLB) Tegeta Sustainability, რაც პირველი ლარით დენომინირებული SLB-ია საქართველოში.
ADB-მ 41 მილიონი ლარიინვესტიცია ჩადო და მხარი დაუჭირა ობლიგაციების მდგრადობის სტრუქტურირებას.
დღემდე, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სესხებისა და გრანტების დაფინანსება ჯამში შეადგენს 3.9 მილიარდ აშშ დოლარს.