მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო დევდარიანის ინფორმაციით, სექტორის მოგებიანობა როგორც აბსოლუტურ, ისე კაპიტალთან მიმართებით ზრდადია.

როგორც დევდარიანი "კომერსანტის" ეთერში განმარტავს, თუ 2023-2024 წლებში კაპიტალზე უკუგება 17-18% იყო, 2025 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 20%-მდე გაიზარდა.

,,აბსოლუტურ მნიშვნელობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგებიანობა გაზრდილია, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოგებიანობა ასევე გაზრდილია საშუალო კაპიტალთან მიმართებით. თუ სექტორმა 2023-2024 წლებში იოპერირა 17-18%-იანი უკუგებით კაპიტალზე, წელს ეს მაჩვენებელი უკვე 20%-მდე გაიზარდა და მოგებიანობა ნამდვილად გაუმჯობესებულია",- აღნიშნავს დევდარიანი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, 

მოგებიანობის ზრდის ძირითადი მიზეზი  ხარჯების ოპტიმიზაციაა.

,,ნირაც შეეხება მომგებიანობის გაუმჯობესების ძირითად ფაქტორებს, შემოსავლების ნაწილს თუ შევხედავთ, დაბანდება კლებადი ტენდენციით ხასიათდება და შემცირებულია. მაგლითად, თუ 2024 წელს საშუალო პორტფელის დაბანდება იყო დაახლოებით 24.5%, წელს ეს მაჩვენებელი 23.9% გვაქვს. ეს არის ის ფასი, რა ფასადაც ყიდიან სესხებს სექტორში წარმოდგენილი ორგანიზაციები. ამ მიმართულებით გაიაფება ცალსახად შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ფულის ფასის კლება სექტორს ბოლო წლების განმავლობაში არ განუცდია. მაშ, რა არის მომგებიანობის ზრდის მიზეზი? ეს უფრო მეტად მომდინარეობს ხარჯვითი ნაწილიდან. ერთი კომპონენტია ფულის ფასი, რა ფასადაც სექტორი სახსრებს იზიდავს. მეორეა რისკების კომპონენტი - სექტორი დღეს უფრო დაბალ რისკიანია, ვიდრე წინა წლებში. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანია კლება საოპერაციო დანახარჯების მიმართულებით",- აღნიშნა ნინო დევდარიანმა.