ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, 1 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გაასაღეს 2 000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი აქციზური მარკები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.