ლატარიის თამაშები ყველაზე მასშტაბურ სახეს აშშ-ში იძენს, სადაც რეკორდული ოდენობის თანხები ყოველწლიურად თამაშდება. ამერიკის ბაზარზე ორი მთავარი კომპანია ფიგურირებს. ესენია Powerball და Mega Millions.

10 ყველაზე დიდი ლატარიის ჯეკპოტი, რომელიც ამერიკაში გათამაშდა, შემდეგნაირად გამოიყურება:

1) Powerball – 2.04 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2022 წლის ნოემბერში, კალიფორნიაში.

2) Powerball – 1.765 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2023 წლის ოქტომბერში, ასევე კალიფორნიაში.

3) Powerball – 1.59 მილიარდი დოლარი, რომელიც სამი მოგებული ბილეთით გათამაშდა კალიფორნიაში, ფლორიდასა და ტენესში, 2016 წლის იანვარში.

4) Mega Millions – 1.58 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2023 წლის აგვისტოში, ფლორიდაში.

5) Mega Millions - 1.54 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2018 წლის ოქტომბერში, სამხრეთ კაროლინაში.

6) Mega Millions – 1.35 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2023 წლის იანვარში, მეინში.

7) Mega Millions – 1.34 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2022 წლის ივლისში, ილინოისში.

8) Mega Millions – 1.1 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2024 წლის მარტში.

9) Powerball – 1.08 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2023 წლის ივლისში, კალიფორნიაში.

10) Mega Millions – 1.050 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2021 წლის იანვარში, მიჩიგანში.

სტატია მომზადებულია The New York Times-ის მონაცემებზე დაყრდნობით