ITMC-ის თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ფერიაშვილი თვლის, რომ სხვა ალტერნატიულ მარშრუტებთან შედარებით, შუა დერეფნის როლის გააქტიურებისთვის აუცილებელია სხვადასხვა დარგის კერძო სექტორში მოქმედმა კომპანიებმა ძალისხმევა გააერთიანონ, რათა ქვეყანაში სატრანზიტო ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ შუა დერეფანში გაზრდილ ტვირთნაკადების გატარების გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა.

ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელის შეფასებით, შუა დერეფანზე არსებული მოთხოვნა მომდევნო წლებში გაიზრდება და ამ პროცესში გამართული ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ცოდნის აუცილებლობაა საჭირო.

„ახლა ზანგეზურის კორიდორზე არის საუბარი და ამ ნაწილში ნაკადების დაკარგვის გარკვეული შიშები არსებობსსინამდვილეშიჩვენ არ უნდა დავკარგოთ ნაკადებიიმიტომ რომ ფოთიდან კონსტანცამდე 640 საზღვაო მილია და ჩვენ რომ ზღვაზე საბორნე და საკონტეინერო მიმოსვლა უკვე განვითარებული გვქონდესბევრად უფრო სწრაფები ვიქნებითვიდრე სახმელეთო გზით თურქეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვა იქნებაამიტომმოკლედ რომ ვთქვათთუ არის ინფრასტრუქტურა და ცოდნა, „ზანგეზურის დერეფნის“ არ უნდა გვეშინოდეს“, - აცხადებს ნიკოლოზ ფერიაშვილი და განმარტავს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში შუა დერეფანში მიმართული ტვირთების გატარება უფრო მოქნილი გახდეს:

ბიზნესი ბევრად უფრო მობილიზებული უნდა იყოს. ფინანსურმა ინსტიტუტებმა აქტიურად დაიწყეს ამ საკითხის კვლევაძალიან კარგი მაგალითია BDO-ს აქტიური ჩართულობა, რაც დარგში მეტ ექსპერტიზას შემოიტანს. შუა დერეფნის განვითარებისთვის კი ბიზნესები, საინვესტიციო ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები უნდა გაერთიანდნენ - ბონდების გამოშვებაა ახლა აქტუალური და კერძო სექტორმა ძალისხმევა უნდა გააერთიანოს, რომ ინფრასტრუქტურა შექმნას და რაც მთავარია შემოიყვანონ საერთაშორისო ოპერატორები, რათა ცოდნა შემოიტანონ. ამაზე ყველა საუბრობს, თუმცა ნაბიჯები არ იდგმება“.

კითხვაზე რას ვაჭარბებთ იმ რეალურ შეფასებებს, რასაც შუა დერეფანში საქართველოს როლი შეიძლება იყოს, ITMC-ის თანადამფუძნებელი პასუხობს, რომ ბოლო წლებში შუა დერეფნის გააქტიურების მიუხედავად, რაც აუცილებელია, რომ სხვა ალტერნატიულ სატრანზიტო გზებთან შედარებით, ეს მარშრუტი საინტერესო იყოს. ეს კი ინფრასტრუქტურულ მზაობას გულისხმობს. ბიზნესის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქართული კომპანიები ამ სატრანზიტო მარშრუტით ტვირთების გაზრდილ ნაკადებს მოუმზადებლები დახვდნენ.

„შუა დერეფანთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებში იმას ვაჭარბებთრომ კონკურენტი დერეფნები უფრო აქტიურებ არიან და არსად არ გამქრალაჩვენ ვართ კონკურენტი ჩრდილოეთის და ე.წ. ირანის დერეფნის შუაში. ჩრდილოეთის დერეფანზე რომ ვისაუბროთჩვენს დერეფანთან მიმართებით უფრო იაფიც და ამ ეტაპზე უფრო სწრაფიც არისაზიიდან ევროპაში მოსახვედრად ტვირთების უფრო გამტარუნარიანიცრაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება საქართველოსკომპლექსურია ანუ მულტიმოდალურია - ზღვით უნდა გადმოვიდესმერე რკინიგზით ან სახმელეთო გზით იაროს და შემდეგ ისევ ან ზღვით ან სახმელეთოთი წავიდესმულტიმოდალურობა კომპლექსურობასთან და სირთულესთან ერთადფასს რომ აძვირებსდერეფანს საინტერესოსაც ხდისმაგრამ საინტერესო რომ იყოს, დიდი ინფრასტრუქტურა არსებობდეს და საერთაშორისო ოპერატორები იყვნენრომელსაც ოპერირების ცოდნა გააჩნიათ. აქ არსებული ინფრასტრუქტურა და ცოდნა ერთობლივად სისწრაფეს უნდა უზრუნველყოფდეს.

შუა დერეფანში ტვირთნაკადის ზრდა პოლიტიკური კონიუნქტურის და სანქციების გამო გაიზარდათუმცა ამ ვითარებას ჩვენ, ბიზნეს გარემოსამუშაო ძალა აბსოლუტურად მოუმზადებელი დახვდა. ეს ტენდენცია გრძელდება - ბიზნესი ამ ყველაფრისთვის მზად ბოლომდე არ არისარც ცოდნით და არც ინფრასტრუქტურით“, - განმარტა ლოგისტიკური კომპანიის დამფუძნებელმა.

bm.ge