საქართველოში ბრინჯის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე არსებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 11.228 მლნ დოლარის ღირებულების 14 373 ტონა ბრინჯი შემოვიდა, ეს კი 2009 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. (პორტალზე აღნიშნული მონაცემი ხელმისაწვდომი სწორედ ამ პერიოდიდან არის).

აღსანიშნავია, რომ გასული წლების ანალოგიურად, 2025-შიც საქართველოში ბრინჯის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ინდოეთი იყო. მარცვლეულის ამ სახეობის 56%-ზე მეტი სწორედ აღნიშნული ქვეყნიდან შემოვიდა, მეორე ადგილზეა პაკისტანი, ხუთეულში შედიან - ვიეტნამი, ტაილანდი და ყაზახეთი. რაც შეეხება ფასებს, იმპორტირებული ერთი კილოგრამი ბრინჯის საშუალო ღირებულება 0.8 დოლარს შეადგენს (გადასახადების გარეშე).

ვრცლად www.bpn.ge - ზე