საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 126 ტონა კარბამიდის სასუქი და 67 ტონა ფქვილი გაიგზავნა. სასუქებით დატვირთული ორი ვაგონი და ერთი ვაგონი ფქვილი დღეს ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ კესიკისკენ გაუშვეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ტრანზიტით 28 000 ტონაზე მეტი მარცვლეული, 4 000 ტონაზე მეტი სასუქი, 133 ტონა ალუმინი და 68 ტონა წიწიბურა გაიგზავნა.
ტრანზიტის გარდა, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტებიც გადის ექსპორტზე. ამ დროისთვის აზერბაიჯანიდან სომხეთში 10 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავი, 979 ტონა AI-92 ბენზინი და 2 955 ტონა AI-95 ბენზინი იქნა ექსპორტირებული.
1tv.ge