მიმდინარე წელს საქართველოდან ლუდის ექსპორტი შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის 11 თვეში საქართველომ ექსპორტზე 6,600.40 ათასი დოლარის 5,475,208.81 ლიტრი ლუდი გაიტანა. 2023 წლის 11 თვეში კი ქვეყანამ  საექსპორტო ბაზრებზე 6,532,759.81 ლიტრი ლუდი შეიტანა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ წელს ყველაზე დიდი მოცულობით ლუდის ექსპორტი განახორციელა:

  • ყაზახეთი - 1,793,646.39 ლიტრი,
  • სომხეთი - 972,458.32 ლიტრი,
  • რუსეთი - 445,581.98 ლიტრი,
  • აზერბაიჯანი - 301,300.04 ლიტრი,
  • უზბეკეთი - 253,403.60 ლიტრი.