2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული ხურმის ექსპორტი 59%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

კერძოდ, 2025 წლის ათ თვეში ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 1.128 მლნ დოლარის ღირებულების 1 464 ტონა ხურმა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 2.775 მლნ დოლარის ღირებულების 3 999 ტონა.

ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში 12%-ით გაიზარდა ქართული ხურმის საექსპორტო ფასები. უფრო კონკრეტულად, წელს ათ თვეში 1 კგ. ხურმის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 77 ცენტს შეადგენდა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 69 ცენტი იყო.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წელს საანგარიშო პერიოდში ქართული ხურმა მხოლოდ ხუთ ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე. ამ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი - 55.6%-იანი წილი რუსეთს ეჭირა.

უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართული ხურმის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ასეთი იყო.

  • რუსეთი - 813.8 ათასი დოლარის 967.1 ტონა;
  • უკრაინა - 134.3 ათასი დოლარის 181.1 ტონა;
  • სომხეთი - 133.8 ათასი დოლარის 258.4 ტონა;
  • ბელარუსი - 41.5 ათასი დოლარის 37.7 ტონა;
  • თურქეთი - 5 ათასი დოლარის 20 ტონა.

www.bpn.ge