2024 წელს საქართველოდან დაფნის ფოთლის ექსპორტი მნიშვნელოვნად, 94%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება. როგორც უწყების აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის ანალიზში ვკითხულობთ, საექსპორტო ფასი 2023 წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა და 3.98 $/კგ შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, წლიურად 16.6 მლნ დოლარით გაზრდის შემდეგ, გასულ წელს დაფნის ფოთლის ექსპორტმა 34.4 მლნ დოლარი (8.6 ათასი ტონა) შეადგინა.

პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (80%) და რუსეთი (14%).

სამინისტროს დათვლით, ჩინეთში გასულ წელს 28.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების დაფნის ფოთოლი გავიდა, რაც წლიურად 18.5 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.