ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შეასრულა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, აქტიური საპრივატიზებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ ჯამში 236 000 896 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპრივატიზებო გეგმა 236 000 000 ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1 436 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო აუქციონის წესით გაყიდულ ქონებების ოდენობამ ჯამში 603 ობიექტი შეადგინა.
„სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს. გაცნობებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.