საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა.

ამასთან, 2025 წლის პირველი ათი თვის (იანვარი-ოქტომბერი) საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა. მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდის ტემპი შენელებულია.

ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია.
  • ტრანსპორტი და დასაწყობება.
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში:

  • მშენებლობა
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა.
  • ენერგეტიკა.