2024 წლის აგვისტოში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 13.1%-ით გაიზარდაამის შესახებ Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

საინვესტიოციო ბანკში იმ ძირითად მიზეზებს განმარტავენ, რამაც ბუნებრივი აირის გაძვირება განაპირობა.

„ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის შედეგი იყომათ შორისომი რუსეთის ტერიტორიაზესხვა ქვეყნებში (ეგვიპტეშიგაჩენილი მოთხოვნა და ნორვეგიული გაზსადენის სამუშაოებითვის დასაწყისში უკრაინამ თავისი ყველაზე მასშტაბური შეტევა დაიწყო რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის ოლქში და მალევე დაიკავა ქალაქი სუჯასუჯაში მნიშვნელოვანი გაზის სატრანზიტო წერტილია განთავსებულირომელიც რუსულ გაზს ევროპას აწვდისსუჯას გავლით გატარებული გაზი ევროპის ჯამური მოხმარების დაახლოებით 3-5%-ია და მისი ტრანზიტის ხელშეკრულება 2024 წლის ბოლოს იწურებათუმცა გაჩნდა მოლოდინირომ შეფერხებები მაინც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზეშესაბამისადფასები სიახლის გავრცელებისთანავე გაიზარდა და წლის ყველაზე მაღალ ნიშნულსაც მიაღწია.

მიუხედავად იმისარომ საბოლოო ჯამში ქალაქის უკრაინელების ხელში გადასვლის შემდეგგატარებული გაზის მოცულობა არ შეცვლილასხვა ფაქტორების დამსახურებით ფასი მაინც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა.

ევროკავშირის მოხმარებაში მნიშვნელოვნად იზრდება გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) წილიმისი შედარებით მარტივად ტრანსპორტირებადობიდან გამომდინარე (გაზსადენის აირისგან განსხვავებითრომელიც რეგიონალური პროდუქტიაევროპას ახლა LNG-ის სხვა მყიდველებთან უწევს კონკურენციაგანსაკუთრებით კი განვითარებად აზიასთანკონკურენციას ეგვიპტეც დაემატარომელსაც ცხელი ამინდების გამო წარმოების შემცირება მოუწიაზამთრის თვეებისთვის მოსამზადებლად ქვეყანა LNG-ის 20 პარტიის შეძენას გეგმავს.

ნორვეგიამრომელიც ევროპის გაზის მოხმარების 30%-ს აკმაყოფილებსთავის გაზსადენებზე სარემონტო სამუშაოები დაიწყოვინაიდან სამუშაოები დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილიმას ბაზარზე მნიშვნელოვანი ეფექტი არ აქვსთუმცა რაიმე სახის შეფერხებამ ან სამუშაოების გაჭიანურებამ შესაძლოა ფასების ზრდა გამოიწვიოს.

აღსანიშნავიარომ მსგავსი ტიპის კომპლექსური სამუშაოების დროს მისი გაჭიანურება არც თუ ისე უჩვეულოა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ში აქვთ მოლოდინი, რომ მომავალ თვეებში ბუნებრივი აირის ბაზარზე სტაბილურობა იქნება.

„ევროპის გაზსაცავების თითქმის სავსე მარაგები შედარებით დამაიმედებელია - მან უკვე 91%-ს გადააჭარბამაშინ როცა ევროკავშირის სამიზნე მაჩვენებელი 90%-იადამატებითჩინური მარაგებიც უჩვეულოდ მაღალ ნიშნულზეარაც ნაწილობრივ გასულ თვეებში დაფიქსირებული სუსტი ეკონომიკური აქტივობის შედეგიაშესაბამისადამ ფაქტორების გათვალისწინებით მომავალ თვეებში ბაზარზე სტაბილურობის მოლოდინიამაგრამ თუ ზამთარი მოსალოდნელზე ცივი იქნება ბაზარზე ვოლატილობა გაჩნდება“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

წყარო: bm.ge