2025 წლის აპრილში, თიბისის ბანკის არხებით, სურსათზე დახარჯულმა წილმა მთლიან უნაღდო დანახარჯებში 29% შეადგინა. ამის შესახებ TBC CAPITAL-ის კვლევაში წერია.

ანალოგიურ პერიოდში, რესტორნებზე დახარჯული წილი კი მთლიან უნაღდო დანახარჯებში 15%-ს გაუტოლდა.

ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 28%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის ზომა 17 ლარია, ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 7%-ს გაუტოლდა.

აპრილში ჯამური დანახარჯების 63% სამომხმარებლო საქონელზე მოდის. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის აპრილში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და სერვისებზე 63% და 37% შეადგინა.

სურსათის წილმა საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში ყველაზე მაღალი წილი დაიკავა და 46%-ს გაუტოლდა.

სამომხმარებლო საქონელზე დანახარჯები კატეგორიების მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში და გასული წლის ანალოგიურ თვეში შემდეგნაირად გამოიყურება: