ZTN Consulting-ის დამფუძნებელი ზვიად სხვიტარიძე ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის გაჯანსაღების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დიდი ალბათობით პროცესები უახლოეს მომავალში გაცილებით დაჩქარდება.
როგორც სხვიტარიძე სოციალურ ქსელში წერს, ირანის ხელისუფლებამ სხვადასხვა მონაცემებით 20 ათასიდან 35 ათასამდე ადამიანი წამებით მოკლა, რაც უკვე დადასტურებული გენოციდია და რაც გამორიცხავს რაიმე ფორმით არსებული რეჟიმის ირანის სათავეში დარჩენას.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანის გარეშემო რეგიონში მოხდა ამერიკის სამხედრო სიძლიერის და ბოლო თაობის ტექნოლოგიების მობილიზება, რაც ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო ექსპერტების აზრით, გამორიცხავს სამხედრო გადაწყვეტით პროცესების არ დასრულებას;ამერიკული ატომური ავიამზიდი USS Abraham Lincoln ჩინეთის ზღვიდან გადაყვანილ იქნა ომანის ყურეში, ამერიკული სიძლიერის მაგალითი, ფაქტიურად სამხედრო ბაზა წყაზე, რომელსაც შეუძლია 90-მდე სამხედრო ბომბდამშენი დაიტიოს.
საჰაერო თავდაცვის პატრიოტების სისტემა, სხვადასხვა ტიპის F ბომბდამშენებთან ერთად ასევე რეგიონშია. სპეციალური მზაობის რეჟიმშია გადასული ყატარის ამერიკული სამხედრო ბაზა, საიდანაც დიდი ალბათობით მოხდება სამხედრო ოპერაციის საჰაერო თავდაცვის უზრულველყოფა.
ასევე მოსალოდნელია ახალი ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიური იარაღის გამოყენებაც, რაც ლოკალურად საკმაოდ დიდი წარმატებით გამოცადეს მადუროს აყვანის სპეცოპერაციის დროს ვენესუელაში.
პროცესების დაჩქარებაზე მიუთითებს დღეს ირანის ხელისუფლების უშიშროების შეფის ვიზიტი პუტინთან, ვითომდა ეკონომიკური ურთიერთობების განსახილველად, რაც დიდი ალბათობით ირანისთვის ფუჭი გამოდგა.
რუსეთი უკრაინაში ყოველ თვე მინიმუმ 30 000 ჯარისკაცს კარგავს, ომის მეოთხე წელია სამხედროსთან ერთად ეკონომიკურად სრულიად დასუსტებული, რაზეც ძალიან კარგად არის ინფორმირებული ამერიკული მხარე. რუსეთის მიერ ირანისათვის მხარდაჭერა მადუროს აყვანის შემდეგ ვენესუელას მიმართ გამოხატული ემოციური მხარდაჭერის ტოლფასი იქნება.
ირანის გაჯანსაღება გარდაუვლად მოხდება, რაც უდიდეს შესაძლებლობებს გაუხსნის სამხეთ კავკასიის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მაგრამ უკვე დიდი კონკურენციის ფონზე TRIPP–ის პროექტის აქტიურ მოქმედებაში შესვლასთან ერთად“, - წერს სხვიტარიძე,