საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2025 წელს საქართველოსთვის 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.  ამის შესახებ IMF-ის მიერ ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

რაც შეეხება, სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რეგიონის ქვეყნებში შემდეგი ზრდებია 2025 წელს მოსალოდნელი:

  • სომხეთი - 4.5%;
  • აზერბაიჯანი - 3.5%;
  • ყაზახეთი - 4.9%.