2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (147.1 მლნ. აშშ დოლარი), ყირგიზეთი (105.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (95.1 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-თებერვალში უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების პირველ სამეულში შედის: თურქეთი (415.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (326.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (310.7 მლნ. აშშ დოლარი).