ევროპის მიმართულებით ჩვენი ნაწარმოები ელექტროენერგიის გატანის ძალიან დიდი პოტენციალია, - აცხადებს  მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე. მისი განმარტებით, 11 100 მგვტ-ის მშენებლობის შემთხვევაში 5 მლრდ დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი.

„11 100 მგვტ თანხაში, რომ გადავიყვანოთ და საშუალო გამოვიყვანოთ ჰიდროს, ქარის და მზის დადგმულ მეგავატზე მშენებლობის ღირებულება, სადღაც დაახლოებით 5 მლრდ დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი. ევროპის მიმართულებით ჩვენი ნაწარმოები ელექტროენერგიის გატანის ძალიან დიდი პოტენციალია“, - აცხადებს გიორგი მარგებაძე.

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობას, სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. სახელმწიფოს მიზანი საკმაოდ ამბიციურია.

საბოლოო ჯამში, საქართველო ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანი უნდა იყოს, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტიორი გახდება. ენერგოსექტორით დაინტერესებული კომპანიების განაცხადები, ეკონომიკის სამინისტროში მრავლად არის შესული.

წყარო: businessinsider.ge