თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ეს ურთიერთობები გარდაიქმნას ინსტიტუციონალურ მიღწევად. სატრანსპორტო კავშირები საერთო სარგებელსა და შემოსავალს მოუტანს სამივე ქვეყანას. ამისი გავლენა იქნება ეკონომიკური ზრდა, უფრო დიდი ფისკალური გავლენა, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, საჯარო ფინანსების მართვა და საზოგადოებების განვითარება. ჩვენი ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ეს ყველას ინტერესშია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს, რაც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ზრდასა და განვითარებას ნიშნავს.

 

22 ოქტომბერს რიგით მეხუთე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა. ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.